ქართული ენის ეროვნული კორპუსი (ქეეკ)

ქართული ენის ეროვნული კორპუსი წარმოადგენს ვირტუალურ სივრცეს, რომელიც მოიცავს ქართული ენის ისტორიული არსებობის განმავლობაში შექმნილი წერილობით ძეგლებსა და ქართული ენის ზეპირმეტყველების გაციფრებულ რესურსებს და საშუალებას აძლევს მომხმარებელს, გამოიყენოს იგი ლინგვისტური და ინტერდისციპლინური – როგორც დიაქრონული, ისე სინქრონული – კვლევებისათვის.

ქართული ენის ეროვნული კორპუსი შეიქმნა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების ფარგლებში გერმანელი და ქართველი მეცნიერების თანამშრომლობის შედეგად.

22

კორპუსის ტიპებზე მსჯელობის დროს ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ენის ეროვნული კორპუსი არის სახელმწიფო ენისათვის შექმნილი ვირტუალური სივრცე, რომელშიც განთავსებულია სახელმწიფო ენის ისტორიული და თანამედროვე მემკვიდრეობა ელექტრონული რესურსების სახით. ენის ეროვნული კორპუსი სახელმწიფო ენის სტატუსით აღჭურვილი ენისათვის შექმნილი კორპუსია, რომელიც გამოიყენება როგორც სახელმწიფო ინტერესებისათვის (სახელმწიფო ენის ნორმალიზაცია-სტანდარტიზაცია, ენის ეკოლოგიის დაცვა, ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა და ა.შ.), ისე ქვეყანაში მეცნიერების სხვადასხვა დარგის, განსაკუთრებით კი ციფრული ჰუმანიტარიის განვითარებისათვის. ეროვნული კორპუსი სახელმწიფო ენაზე ზრუნვის განხორციელებისათვის ეფექტური და მეთოდურად გამართული საშუალებაა, რაზედაც მეტყველებს, მაგ., ინგლისური ენისათვის შექმნილი სამი კორპუსის არსებობა:

1. ბრიტანული ეროვნული კორპუსი 

23

2. ამერიკული ეროვნული კორპუსი

24 

3. ავსტრალიური ეროვნული კორპუსი

25 

მიუხედავად იმისა, რომ სამივე დასახელებული კორპუსი ინგლისური ენის რესურსების ნაკრებს წარმოადგენს, თითოეული მათგანი შესაბამისი ქვეყნის სახელმწიფო ენის (ბრიტანული ინგლისური, ამერიკული ინგლისური, ავსტრალიური ინგლისური) ამსახველი ელექტრონული რესურსების სტრუქტურირებულ მონაცემთა ბანკია.