სეგმენტაცია და კლასიფიკაცია

იმის დასადგენად, რომ წინადადებაში გამოყენებული სიტყვები ერთმანეთთან გარკვეულ სინტაქსურ კავშირში იმყოფებიან, ჯერ კიდევ სტრუქტურული ლინგვისტიკის ფარგლებში დამუშავდა საგანგებო სინტაქსური ტესტი – სეგმენტაცია და კლასიფიკაცია. ფერდინანდ დე სოსიური 1916 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „ზოგადი ენათმეცნიე­რების კურსი“ მიუთითებს, რომ ენა კარგად ორგანიზებული სისტემაა, რომლის ელემენტებიც (ენობრივი ნიშნები) გარკვეულ დამოკიდებულებაში იმყოფებიან ერთმანეთთან. ეს დამოკიდებულებები ფორმალურად აღწერადია. იმისათვის, რომ იგი აღვწეროთ, წინადადება უნდა დავშალოთ სინტაგმებად – ერთმანეთთან მჭიდრო სინტაქსურ კავშირში მყოფ (ანუ მორფოსინტაქსურად დაჯგუფებად) სიტყვათა ჯგუფებად, რომელიც სეგმენტაციის გზით დაიშლება მარტივ შემადგენელ ნაწილებად. შემდგომ ეტაპზე უნდა მოხდეს სეგმენტაციის შედეგად მიღებული სიტყვების კლასიფიკაცია – მათი განსაზღვრა მეტყველების ნაწილების მიხედვით. ის სიტყვები, რომლებიც ცალკეული სიტყვების შემცვლელებად გვევლი­ნებიან, ელემენტთა ერთ კლასს ქმნიან.

გავაანალიზოთ ამ მეთოდის გამოყენებით ზემოთ მოყვანილი წინადადება _ „სალომემ, როგორც ჩანს, პარკში წაიყვანა ექვსი წლის გიგა ბაბუის ნაჩუქარი ველოსიპედით“. ეს წინადადება რამდენიმე სინტაგმისაგან შედგება. ავიღოთ ერთ-ერთი მათგანი: „ექვსი წლის გიგა“. დავშალოთ ეს სინტაგმა მარტივ შემადგენელ ელემენტებად – სიტყვებად: „ექვსი“, „წლის“, „გიგა“. სიტყვას „ექვსი“ ჩაენაცვლება სიტყვათა კლასი, რომელიც გამოხატავს რაოდენობას. ამ კლასის წევრები არიან, მაგ., ცხრა, თერთმეტი და ა.შ. მაგ.: ცხრა წლის გიგა, თერთმეტი წლის გიგა და ა.შ. მაშასადამე, სიტყვა „ექვსი“ რიცხვითი სახელია. ამდენად, სეგმენტაციისა და კლასიფიკაციის მეშვეობით შეგვიძლია დავადგინოთ, რომ „ექვსი“ რიცხვითი სახელია. ავიღოთ მეორე სინტაგმა: „პარკში წაიყვანა“. ეს სინტაგმა დაიშლება ორ მარტივ შემადგენელ ელემენტად: „პარკში“ და „წაიყვანა“. სიტყვა „წაიყვანა“ შეგვიძლია შევცვალოთ სიტყვით „გაასეირნა“ (ანუ ზმნური ფორმით), მაგრამ ვერ შევცვლით სიტყვით „გასეირნება“ ან „წაყვანა“ (ანუ საწყისით). ამდენად, „წაიყვანა“ არის ზმნური ფორმა და არ არის საწყისი.

სეგმენტაციისა და კლასიფიკაციის მეთოდი სიტყვებთან მიმართებაშიც შეიძლება გამოვიყენოთ. ავიღოთ სიტყვა „წაიყვანა“, რომელიც ზმნურ ფორმას წარმოადგენს და მოვახდინოთ მისი სეგმენტაცია – დავშალოთ იგი შემადგენელ ელემენტებად. სეგმენტაციის შედეგად მივიღებთ ასეთ ფორმას:  წაყვან. ახლა შევეცადოთ სეგმენტირებული ელემენტების კლასიფიკაციას. ამისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ შეპირისპირების მეთოდი. ცნობილია, რომ გრამატიკული კატეგორიები მინიმუმ ორი ელემენტის ბინარულ ოპოზიციას მოითხოვს, მაგ.: პირის კატეგორია განასხვავებს პირველი, მეორე და მესამე პირის ნიშნებს, რიცხვის კატეგორია – მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის ფორმებს, ქცევის კატეგორია – საარვიცო, სასხვისო, სათავისო და საზედაო ქცების ნიშნებს, ქართულში ზმნისწინებისა და თემის ნიშნების მთელი რიგი მოიპოვება.

სეგმენტაციისა და კლასიფიკაციის შედეგად, შეპირისპირების მეთოდის გამოყენებით, მოცემული სიტყვაფორმის სეგმენტირებული ელემენტები ამგვარად კლასიფიცირდება:

წა- კლასიფიცირდება, როგორც ზმნისწინი (შდრ.: მი-ი-ყვან-ა)

-ი- კლასიფიცირდება, როგორც ქცევის ნიშანი (შდრ.:  წა--ყვან-ა)

ყვან– კლასიფიცირდება, როგორც ლექსიკური მორფემა (შდრ.: საწყისი წა-ყვან-ა)

კლასიფიცირდება, როგორც მესამე სუბიექტური პირის ნიშანი მხოლობით რიცხვში (შდრ.: წა--იყვან-ე, წა-ი-ყვან-ეს).

საგულისხმოა, რომ სეგმენტირებისა და კლასიფიცირების დროს მნიშვნელოვანია ურთიერთგანპირობებულობის ფაქტორი. ავიღოთ ორი ფორმა: წა-ყვან-ა და წა-ი-ყვან-ა და შევადაროთ ერთმანეთს.  სუფიქსური -ა ელემენტის  კლასიფიცირება ორგვარად არის შესაძლებელი: ა) როგორც მესამე სუბიექტური პირის ნიშანი მხოლობით რიცხვში და ბ) როგორც საწყისის მაწარმოებელი. ეს უკანასკნელი, კლასიფიცირების პროცესში, უნდა გამოირიცხოს, ვინაიდან სიტყვაში წა-ი-ყვან-ა  ზმნისწინსა და ფუძეს შორის დასტურდება –– ელემენტი, რომელიც  ქცევის ნიშანია. ქცევის კატეგორია კი ვერ იქნება წარმოდგენილი საწყისის ფორმაში. ამიტომ, ურთიერთგანპირობებულობის გათვალისწინებით, შეგვიძლია – ელემენტის  კლასიფიცირება, როგორც მესამე სუბიექტური პირის ნიშნისა მხოლობით რიცხვში.