პრედიკაციის სინტაქსურ-სემანტიკური მოდელები ქართულში

 

პრედიკაციის შესახებ მსჯელობის დროს საგანგებოდ აღვნიშნეთ, რომ აბსტრაქტულ-სემანტიკურ და ლოგიკურ-სემანტიკურ დონეზე არსებული პრედიკაციის ენობრივი რეალიზაცია  კომპლექსური ხასიათისაა და იმ  მიმართებების გადმოცემა, რომლის შესახებაც ზემოთ უკვე ვიმსჯელეთ, აუცილებლობით მოითხოვს იმის გათვალისწინებასაც, თუ როგორ რეალიზდება ეს მიმართებები სინტაქსურ და მორფოსინტაქსურ დონეზე მოცემულ კონკრეტულ ენაში. კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ პრედიკაციისათვის დამახასიათებელი მიმართებები აბსტრაქტულ- და ლოგიკურ-სემანტიკურ დონეზე ნებისმიერი ენისათვის ერთი და იგივეა, ანუ უნივერსალურია, განსხვავება თავს იჩენს ამ მიმართებათა სინტაქსურ და მორფოსინტაქსურ დონეზე რეალიზაციის ფორმებში – სხვადასხვა ენები განსხვავებულ მორფოსინტაქსურ მოდელებს გვიჩვენებენ მორფოსინტაქსური კონსტრუქციების თვალსაზრისით. ეს განსხვავებები განპირობებულია ოთხი არსებითი ფაქტორით:

1. ენათა ტიპოლოგიური კლასიფიკაციით;

2. ზმნათა სემანტიკური კლასიფიკაციით;

3. ზმნათა კლასიფიკაციით სინტაქსური კონსტრუქციების წარმოქმნის თვალსაზრისით;

4. კონკრეტულ ენობრივ-სპეციფიკური თავისებურებებით.

განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.

1. ენათა ტიპოლოგიური კლასიფიკაცია

რელაციური ტიპოლოგიის მიხედვით ენები იყოფიან სამ ჯგუფად: ნომინატიურ(-აკუზატიურ) ენებად, ერგატიულ ენებად და აქტიურ ენებად. ენათა დასახელებულ ჯგუფებად დაყოფა არსებითად სუბიექტის ფენომენს ემყარება, კერძოდ სუბიექტის მორფოსინტაქსურ ნიშნებს.

ა)  ნომინატიურ(-აკუზატიურ) ენებში სუბიექტის ბრუნვა მკაცრად არის განსაზღვრული –როგორც გარდამავალი, ისე გარდაუვალი ზმნები სუბიექტს შეიწყობენ სახელობით ბრუნვაში.

მაგ.: Der Mann lag auf dem Sofa „კაცი იწვა დივანზე

15

შდრ.: Der Mann schrieb einen Brief „კაცმა დაწერა წერილი

15

ანუ გერმანული ენისათვის სუბიექტის მორფოსინტაქსური ნიშნები ასე ჩაიწერება:

15

ბ) ერგატიული ენები ნომინატიური ენებისაგან განსხვავებულ სურათს გვიჩვენებენ სუბიექტის მორფოსინტაქსური ნიშნების თვალსაზრისით.  კონგრუენციის (ურთიერთგანპირობებული მორფოსინტაქსური შეთანხმების) წესების შესაბამისად, გარდამავალი ზმნის სუბიექტი  (ანუ აგენსი) დგას მისთვის განკუთვნილ საგანგებო ბრუნვაში – ერგატივში, გარდაუვალი ზმნის სუბიექტი კი – სახელობითში.

მაგ.: adamar arine namaza „კაცი წავიდა ეკლესიაში

15

შდრ.: adamaren serbine namazax „კაცმა ააშენა ეკლესია

15

ანუ უდიური ენისათვის სუბიექტის მორფოსინტაქსური ნიშნები ასე ჩაიწერება:

15

გ) აქტიური ენებისათვის ისეთი ცნებები, როგორიცაა „სუბიექტი“ (S), „აგენსი“(A), „პაციენსი“(P), არარელევანტურია მორფოსინტაქსურ დონეზე. აქ გადამწყვეტია ზმნით გადმოცემულ მოქმედებაში აქტანტის მონაწილეობის ხარისხი – აქტიურია თუ არააქტიური ზმნით გადმოცემული პრედიკაციის განხორციელებაში. მაგალითად, ერთ-ერთ აქტიურ ენაში – დაკოტა, ზმნაში პირის ნიშნების ნაცვლად პირის ნაცვალსახელოვანი ელემენტები გამოიყენება: – wa – აქტიური აქტანტის აღსანიშნავად და ma -არააქტიური აქტანტის აღსანიშნავად.

შდრ.:

15
როგორც ვხედავთ, ნომინატიური ენებისათვის არარელევანტურია გარდამავლობა-გარდაუვლობა – სუბიექტის ბრუნვა არ იცვლება; ერგატიული ენებისათვის არსებითია განსხვავება გარდამავალი და გარდაუვალი ზმნის სუბიექტებს შორის, ანუ დიფერენცირებულია აქტიური (აგენსი) და არააქტიური (სუბიექტი) სუბიექტი (რის გამოც სუბიექტის ცნების განსაზღვრება ერგატიულ ენებში პრობლემურ საკითხს წარმოადგენს); აქტიური ენებისთვის კი გადამწყვეტია არა აქტანტის სინტაქსური როლი (სუბიექტი, აგენსი, პაციენსი), არამედ მისი მონაწილეობის ხარისხი: აქტიურად მონაწილეობს პრედიკაციაში თუ არააქტიურად.

ენათა ტიპოლოგიურ კლასიფიკაციაში განხილული სამივე შემთხვევა შეიძლება ერთ სისტემაში მოვაქციოთ, თუ ლოგიკურ-სემანტიკური  პრედიკაციის სუბიექტთან მიმართებაში შემოვიტანთ ახალ გრამატიკულ კატეგორიას – კონტროლი.

15

ქართულში კონტროლის კატეგორიას არსებითი მნიშვნელობა აქვს სინტაქსური კონსტრუქციების თვალსაზრისით: კონტროლის მქონე ლოგიკური სუბიექტი ვინის რიგის პარადიგმით არის წარმოდგენილი ზმნაში, კონტროლის არმქონე ლოგიკური სუბიექტი კი – მანის რიგით.

შდრ.: წლები მემატება vs. წლებს ვიმატებ.

წლების მომატება ბიოლოგიურად დამოუკიდებელი პროცესია და ლოგიკურ-სემანტიკურ სუბიექტს არ გააჩნია კონტროლი პრედიკაციაზე. რაც შეეხება მეორე მაგალითს, წლები შეიძლება მოვიმატოთ და დავიკლოთ, ჩვენი სურვილისდა და შესაძლებლობებისდა მიხედვით; ეს, ასე ვთქვათ, კონტროლირებადი პროცესია.

მსგავსი მაგალითებია:

15

2.მნათა სემანტიკური კლასიფიკაცია

ზმნის სემანტიკური კლასიფიკაცია ემყარება ზმნით გადმოცემული პრედიკაციის  სემანტიკურ-შინაარსობრივ ნიშნებს. ზმნათა სემანტიკური კლასიფიკაციის ფარგლებში   ერთმანეთისაგან განასხვავებენ  აქტიური ქმედების გადმომცემ ზმნებს  (ე.წ. აგენტურ ზმნებს) და  გრძნობა-აღქმის გადმომცემ ზმნებს (ე.წ. აფექტურ ზმნებს). აგენტურ ზმნათა ჯგუფს განეკუთვნებიან ისეთი პრედიკაციის გადმომცემი ზმნები, რომლის დროსაც (ან რომლის შედეგადაც) იქმნება ან იცვლება მოქმედების ობიექტი.

აფექტური ანუ გრძნობა-აღქმის გადმომცემი ზმნები, მართალია ცალკე სემანტიკურ  ჯგუფს ქმნიან, მაგრამ ხშირად ორ ქვეჯგუფად არის დაყოფილი: ე.წ. verba sentiendi და verba dicendi.  verba sentiendi ზმნათა სემანტიკური ქვეჯგუფია, რომელიც აერთიანებს:

ა)  ემოციური აღქმის გადმომცემ ზმნებს: მომწონს, მეჯავრება, მიყვარს, მძულს…

ბ) სმენითი, მხედველობითი, ყნოსვითი და გემოს აღქმის გადმომცემ ზმნებს: მესმის, მეჩვენება, მეყურება, მეგემრიელება…

გ) კოგნიტური აღქმის გამომხატავ ზმნებს: ვფიქრობ, ვაზროვნებ, მიმაჩნია, შევიმეცნებ, ვაანალიზებ…

ცალკე ქვეჯგუფს ქმნიან ზმნები, რომლებიც  „მეტყველების“პროცესს გადმოსცემენ და verba dicendi-ის სახელით არიან ცნობილი. ზმნათა ეს სემანტიკური კლასი აერთიანებს „თქმის“ სემანტიკის გადმომცემ  ზმნებს, როგორიცაა მაგ.: ეუბნება, უყვება, უამბობს, უბრძანა, დაუბარა, დაუყვირა, შეუთვალა…

გარდა აქ ჩამოთვლილი სემანტიკური ჯგუფებისა, ხშირად დამატებით ჯგუფად გამოყოფენ ქონა-ყოლის ზმნებს, ე.წ. verba habendi, რომელიც ქონა-ყოლის სემანტიკის გადმომცემ ზმნებს აერთიანებს: აქვს/ჰყავს, ფლობს, გააჩნია, ეკუთვნის, მოეპოვება…

ზმნათა აქ წარმოდგენილ სემანტიკურ ჯგუფებად კლასიფიცირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს  ერგატიულ ენებში, სადაც თითოეულ ამ სემანტიკურ ჯგუფს (მეტნაკლებად) კონკრეტული სინტაქსური კონსტრუქცია შეესაბამება.

3. ზმნათა კლასიფიკაცია სინტაქსური კონსტრუქციების მიხედვით

სინტაქსური კონსტრუქციის თვალსაზრისით ზმნები შეიძლება დავყოთ შემდეგ ჯგუფებად:

ა) ზმნები, რომლებიც ქმნიან ნომინატიურ კონსტრუქციას – ანუ  ითავსებენ სუბიექტს სახელობით ბრუნვაში;

ბ) ზმნები, რომლებიც ქმნიან ერგატიულ კონსტრუქციას – ანუ  ითავსებენ აგენსს  მოთხრობით ბრუნვაში;

გ) ზმნები, რომლებიც ქმნიან დატიურ კონსტრუქციას – ანუ  ითავსებენ (ლოგიკურ) სუბიექტს მიცემით ბრუნვაში;

დ) ზმნები, რომლებიც ქმნიან გენეტიურ კონსტრუქციას – ანუ  ითავსებენ სუბიექტს ნათესაობით ბრუნვაში;

ე) ზმნები, რომლებიც ქმნიან ლოკატიურ კონსტრუქციას – ანუ  ითავსებენ სუბიექტს რომელიმე ლოკატიურ ბრუნვაში;

აქ ჩამოთვლილ კონსტრუქციათაგან ქართული მხოლოდ სამ სინტაქსურ კონსტრუქციას იცნობს და ამ კონსტრუქციებისათვის ქართულის მაგალითებს მოვიტანთ:

ნომინატიური კონსტრუქცია: კაც-ი ზის

ერგატიული კონსტრუქცია: კაც-მა თევზი დაიჭირა

დატიური კონსტრუქცია: მარიამ-ს უყვარს შემოდგომა

გენეტიური და ლოკატიური კონსტრუქცია ქართულს არ გააჩნია სისტემურ დონეზე; გენეტიური კონსტრუქციის შემთხვევა: მისი არს დოვლათი (გენეტიური კონსტრუქცია, როგორც წესი ყოფნა ზმნის მეშვეობით გადმოიცემა) და ლოკატიური კონსტრუქციის შემთხვევა: ჩვენდა არს ღმერთი (ლოკატიური კონსტრუქციაც, გენეტიური კონსტრუქციის მსგავსად ხშირად ყოფნა ზმნის მეშვეობით გადმოიცემა) არაპროდუქტიული მოდელებია ქართულში და ერთეული მაგალითების სახით დასტურდება.

საგულისხმოა, რომ დატიური, გენეტიური და ლოკატიური კონსტრუქციის სუბიექტები ლოგიკურ სუბიექტებს წარმოადგენენ: შინაარსობრივი, გნებავთ – ლოგიკური თვალსაზრისით ამ კონსტრუქციების შესაბამისი აქტანტები ძირითად როლს თამაშობენ ზმნით გადმოცემული პრედიკაციის სემანტიკაში, რაზედაც ამგვარი წინადადებების მიმართ დასმული შეკითხვებიც მიგვანიშნებს: ვისია ეს კოხტა სახლი? ვის ეკუთვნის ეს კოხტა სახლი? ეს კოხტა სახლი ეკუთვნის ბიძინას / ეს კოხტა სახლი ბიძინასია, რაც არსებითად შეესაბამება ამგვარ შინაარსს: ბიძინას აქვს კოხტა სახლი ან ბიძინა ფლობს კოხტა სახლს.

4. კონკრეტულ ენობრივ-სპეციფიკური თავისებურებები

სინტაქსური კონსტრუქციების შესახებ მსჯელობისას მოყვანილი მაგალითებიდან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ, რომ ნომინატიურ და ერგატიულ ენებში ზმნების სემანტიკური კლასები და სინტაქსური კონსტრუქციები გარკვეულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან: ფაქტიტიური ზმნები ქმნიან ნომინატიურ/აბსოლუტურ კონსტრუქციას, აგენტური ზმნები – ერგატიულ კონსტრუქციას, აფექტური ზმნები – დატიურ კონსტრუქციას. თუმცა თუ ცალკეული ენების მაგალითებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს შესაბამისობა უნივერსალური ხასიათისა არ არის:

შდრ.:

15

მეტიც, ერთი და იგივე სემანტიკური კლასის ზმნები ხშირად განსხვავებულ კონსტრუქციებს გვიჩვენებენ ერთსა და იმავე ენაში. პრედიკაცია „მოსმენა“, რომელიც ერთ-ერთი სემანტიკური ჯგუფის verba sentiendi ზმნით  გადმოიცემა ენაში, სინტაქსურ დონეზე ორ კონსტრუქციას გვაძლევს:

მაგ.: ანა ისმენს მუსიკას vs. ანას ესმის მუსიკა.

კონსტრუქციული სხვაობა შინაარსობრივ დონეზეც აისახება: ერთ შემთხვევაში სუბიექტს გააჩნია კონტროლი (ანა ისმენს მუსიკას), მეორე შემთხვევაში კი – არა (ანას ესმის მუსიკა), ამ უკანასკნელში სუბიექტი პასიურია.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, პრედიკაციისათვის დამახასიათებელი მიმართებები აბსტრაქტულ- და ლოგიკურ სემანტიკურ დონეზე ნებისმიერი ენისათვის ერთი და იგივეა, ანუ უნივერსალურია, მაგრამ განსხვავება ჩნდება ამ მიმართებათა სინტაქსურ და მორფოსინტაქსურ დონეზე რეალიზაციის დროს – სხვადასხვა ენები განსხვავებულ მორფოსინტაქსურ მოდელებს გვიჩვენებენ მორფოსინტაქსური კონსტრუქციების თვალსაზრისით, რაც განპირობებულია ენათა ტიპოლოგიური კლასიფიკაციით, ზმნათა სემანტიკური კლასიფიკაციით, ზმნათა სინტაქსური კლასიფიკაციით და რაც მთავარია, კონკრეტულ ენობრივ-სპეციფიკური თავისებურებებით.

მოდით, ახლა განვიხილოთ ის ენობრივ-სპეციფიკური თავისებურებანი, რომელიც ქართულში დასტურდება. ქვემოთ შევეცდებით პრედიკაცია აღვწეროთ ლოგიკურ-სემანტიკური პრედიკაციის გადმოცემის მორფოსინტაქსური მრავალფეროვნება კონსტრუქციების თვალსაზრისით.

პრედიკაცია „წერა“

პრედიკაცია წერა ქართულში, ისევე როგორც ყველა აგენტური ზმნა, სერიებისდა  მიხედვით სამ კონსტრუქციას გვაძლევს:

15

პრედიკაცია „ცხოვრება“

 15 

პრედიკაცია „ჯდომა“

15
პრედიკაცია „ სიყვარული“
  

15

პრედიკაცია „შიში“ 

15

პრედიკაცია „სირბილი“

 15

პრედიკაცია „დევნა“ 

15

როგორც ვხედავთ, ზმნების კლასიფიკაცია მრავალდონიან სისტემატიზაციას უნდა ეყრდნობოდეს, რათა გადმოსცეს როგორც უნივერსალური, ისე ენობრივ-სპეციფიკური თავისებურებები.