ელიმინირება

ელიმინირება, ანუ „განულება“ არის სინტაქსური ტექტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, წინადადების რომელი ელემენტი ან ელემენტთა ჯგუფი არის საკმარისი და აუცილებელი, რათა წინადადება სრულფასოვანი იყოს – დასრულებულ აზრს გადმოგვცემდეს. კვლავ დავუბრუნდეთ ზემოთ განხილულ წინადადებას “ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათდა შევეცადოთ წინადადებაში მოცემული ელემენტებიდან რიგრიგობით გავანულოთ წინადადების რამდენიმე წევრი:

(1ა) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს უდარდელად ეძინათ შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ.

(1ბ) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს უდარდელად ეძინათ შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ.

(1გ) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს უდარდელად ეძინათ შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ.

ამ სამი მაგალითიდან არცერთი არ არის მისაღები – არაგრამატიკულობის გამო. სამაგიეროდ მისაღები იქნებოდა იმ სიტყვების განულება, რომლებიც ქვემოთ წინადადებებში არის გადახაზული:

(1დ) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს უდარდელად ეძინათ შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ.

(1ე) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს უდარდელად ეძინათ შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ.

(1ვ) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს უდარდელად ეძინათ შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ.

(1ზ) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს უდარდელად ეძინათ შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ.

როგორც ვხედავთ, დაუშვებელია კონსტიტუენტების სინტაქსური საყრდენის, საზღვრულის (სინტაგმის ბირთვის) განულება:

!!! [[ზაფხულის]    [[იმ მშვენიერ]  [დღეს]]]

 [[მსაზღვრელი[[მსაზღვრელი]   [საზღვრული]]]

ასევე დაუშვებელია იმ მსაზღვრელის განულება, რომელსაც მოდიფიკატორი დაერთვის. სინტაგმაში  ქანცგაწყვეტილ მკალავებს მსაზღვრელი ქანცგაწყვეტილი შეიძლება გავანულოთ:

[[ქანცგაწყვეტილ] [მკალავებს]]

[[მსაზღვრელი]     [საზღვრული]]

მაგრამ ვერ გავანულებთ იგივე მსაზღვრელს (ანუ ქანცგაწყვეტილი), როდესაც მას დაერთვის მოდიფიკატორი (შრომით):

 ? [[[შრომით]       [ქანცგაწყვეტილ]] [მკალავებს]]

  [[მსაზღვრელი]      [საზღვრული]

  [[—————- მსაზღვრელი————–]   [საზღვრული]]

ე. ი. კონსტიტუენტის ქანცგაწყვეტილი განულება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც იგი დამოუკიდებელ კონსტიტუენტს, მაგ., მსაზღვრელს წარმოადგენს. თუ მასთან სხვა კონსტიტუენტ(ებ)ი არიან დაკავშირებული, მაშინ მისი განულება მხოლოდ ამ კონსტიტუენტებთან ერთად არის შესაძლებელი:

[[შრომით      ქანცგაწყვეტილ] [მკალავებს]]

როგორც მოცემული მაგალითიდან ჩანს, ელიმინირებას იტანენ ის მსაზღვრელები (ანუ მოდიფიკატორები), რომლებიც:

ა) ნათესაობითში მდგარი არსებითი სახელით ან არსებითთან გათანაბრებული სიტყვებით არიან წარმოდგენილი;

შდრ.:  ზაფხულის ის მშვენიერი დღე[1]

ბ) ის მოდიფიკატორები, რომლებიც მოდიფიკატორებად გამოყენებულ მსაზღვრელებს დაერთვიან და ახდენენ მათ მოდიფი­კაციას; შდრ.: შრომით ქანცგაწყვეტილი მკალავები

სამაგიეროდ, ელიმინირება დაუშვებელია სინტაგმის ბირთვის შემთხვევაში:

!!! ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს 

!!! შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს

!!! ასწლოვანი მუხის ქვეშ

აქ არ განვიხილავთ ელიფსს: ასეთ შემთხვევაში სინტაგმის ბირთვის გარეშე დარჩენილი მსაზღვრელი თავად კისრულობს ბირთვის ფუნქციას და ირგებს  ბირთვის მორფოსინტაქსურ ფორმას: დაირთავს ბრუნვისა და რიცხვის გრამა­ტი­კულ ნიშნებს:

შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს > შრომით ქანცგაწყვეტილებს.

ელიმინირების მეთოდის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ფუნქციური ელემენტების ფუნქციურ-სემანტიკური ანალიზის დროს. მაგ., ავიღოთ ასეთი წინადადება:

(2) „საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისადმი, როგორც ჩანს, სულაც არ აღელვებდა პარტიის იმდროინდელ ლიდერს“.

მძიმეებით გამოყოფილი ფრაზა როგორც ჩანს ამ წინადადებაში ლექსიკურ ღირებულებას მოკლებულია, ვინაიდან მისი ელიმინირება მხოლოდ მისი სემანტიკური ფუნქციის – მოდალობის „გაქრობას“ იწვევს:  

(2ა) „საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, როგორც ჩანს, სულაც არ აღელვებდა პარტიის იმდროინდელ ლიდერს“.

ელიმინირების შემთხვევაში წინადადება „საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი სულაც არ აღელვებდა პარტიის იმდროინდელ ლიდერს“ საკომუნიკაციო აქტის კატეგორიის თვალსაზრისით განიცდის ცვლილებას: ინარჩუნებს ში­ნაარსს (გადმოსცემს პროპოზიციას), სამაგიეროდ იკარგება მთქმელის პირადი დამოკიდებულება ფაქტისადმი, ანუ ილოკუციური აქტი იქცევა პრო­პოზიციულ აქტად.